Jump to ratings and reviews
Rate this book

ჩემი რჩეული - კონსტანტინე გამსახურდია

დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა

Rate this book
Ein verwittertes Relief an der Kathedrale der alten georgischen Hauptstadt Mzcheta, die abgeschlagene Hand eines Baumeisters darstellend, gemahnt an wechselvolle und tragische Ereignisse längst vergangener Tage.
Gebaut wurde die Kathedrale im II. Jahrhundert während der Regentschaft Giorgis I., eines kapriziösen und despotischen Königs, der zwar willens ist, sein Königreich aus der Umklammerung Konstantinopels zu befreien, die heidnisch-aufrührerischen Fürstentümer zu befrieden und dem Glaubensanspruch des Katholikos der georgischen Kirche zu genügen, sich aber mit seinen persönlichen Wünschen stets im Widerspruch zu den Interessen des Staates befindet.
Königin Mariam, die strenggläubige Asketin, ist ihm keine Gefährtin. Sie treibt ihn unfreiwillig in die Arme leichtfertiger Hofdamen, zwingt ihn, seinen Kummer im Wein zu ertränken.
Die schöne, heimlich begehrte Fürstentochter Schorena, die er in erniedrigender Gefangenschaft hält, erscheint ihm unerreichbarer denn je, da sie ihm nie verzeihen wird, daß er ihren Verlobten töten und ihren Vater blenden ließ.
Die glücklichsten Stunden verbringt Giorgi in Gesellschaft treuer Jugendfreunde auf der Jagd. Auf einem seiner Jagdausflüge lernt er den jungen lasischen Baumeister Arssakidse, Schorenas vermeintlichen Milchbruder, kennen.
Eine schicksalhafte Laune bestimmt ihn, seinen Oberbaumeister Farsman, den bei Hofe meistgehaßten, doch auch meistgefürchteten Mann, zu entlassen und Arssakidse mit dem Wiederaufbau der Swetizchoweli-Kathedrale zu betrauen.
Farsman, wohl wissend, daß keiner außer ihm das Geheimnis kennt, stahlharte Schwerter zu schmieden, deren das königliche Heer so dringend bedarf, spinnt nun mit greisenhafter Rachsucht jenes Netz, das den eifersüchtigen König und den kunstbesessenen jungen Baumeister gleichermaßen ins Verderben stürzen soll.

KONSTANTINE GAMSACHURDIA, der viele Jahre in Deutschland lebte, 1919 an der Humboldt-Universität zum Doktor der Philosophie promovierte, Thomas Mann persönlich kannte, mit dem Zaren auf Kriegsfuß stand und sich nach anfänglichen Ressentiments letztlich doch mit der Sowjetmacht versöhnte, begann 1923 zu schreiben. Mit viel Sinn fürs Detail, mit sicherem Blick fürs Monumentale verwob er in diesem Roman Tatsächliches, Legendäres und Chronikalisches zu einem farbenprächtigen „Gobelin" georgischer Geschichte.

408 pages, Hardcover

First published January 1, 1939

116 people are currently reading
898 people want to read

About the author

Konstantine Gamsakhurdia

32 books164 followers
Konstantine Gamsakhurdia was a Georgian classical writer of the 20th century and a famous public benefactor, Academician of the Georgian Academy of Sciences (GAS), Ph.D. of the Berlin University, and Laureate of the Shota Rustaveli State Prize of Georgia.

Konstantine Gamsakhurdia was born in 1893, in the town of Abasha (Samegrelo, region of Western Georgia). His father was Prince Svimon Gamsakhurdia. In 1911 Konstantine graduated from the Georgian Gymnasium of Kutaisi (Western Georgia) and in 1918 from the Berlin University (Germany).

In 1918 Gamsakhurdia became a member of the Board of the Constituent Society of the Tbilisi State University (TSU) and from 1920 - 1924 served as the Associate Professor of German literature at the same University. From 1918 - 1919 Gamsakhurdia was the 1st Secretary of the Embassy of the Democratic Republic of Georgia (DRG) in Germany and in 1920, the Plenipotentiary Envoy of DRG in Italy. Between 1912 - 1919 about 30 papers of Gamsakhurdia were published in the German Press. Gamsakhurdia published two books in German; "The Caucasus and the World War" (Weimar, 1916) and "The Oriental Politics of England and Russia" (Berlin, 1917). Konstantine Gamsakhurdia was also one of the leaders of the national-liberation movement of Georgia 1921 - 1930's. From 1924 - 1925 and 1926 - 1928 he was jailed by the GPU. Gamsakhurdia was the author of several outstanding Georgian novels including "The Hand of the Great Master," "Kidnapping of the Moon," the tetralogy of " David the Builder," etc. He was also the founder of the Georgian scientific school of study of life and works of Goethe.

Konstantine Gamsakhurdia was the father of the first democratically elected President of the Republic of Georgia, Dr. Zviad Gamsakhurdia.

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
1,780 (61%)
4 stars
653 (22%)
3 stars
327 (11%)
2 stars
97 (3%)
1 star
48 (1%)
Displaying 1 - 30 of 131 reviews
Profile Image for Luka Fadiurashvili.
170 reviews
December 9, 2016
აბიტურიენტობის წყალობით, ძალაუნებურად მომიხდა ამ რომანის კიდევ ერთხელ გადაკითხვა და მივხვდი, რომ საჭიროა შედარებით ვრცელი რევიუ :3. კონკრეტულად ეს რომანი, გამსახურდიას შემოქმედებაში (ალბათ ბევრი დამეთანხმება) დანარჩენ "დიდ" ნაშრომებთან შედარებით, საგრძნობლად სუსტია. თუმცა, მაინც მგონია, რომ თავისი ადგილი ქართული ლიტერატურაში "დიდოსტატს" დამკვიდრებული აქვს. ცალკე საკითხია ის, რომ ზედმეტად გაპიარებულია და ჩრდილავს მთვარის მოტაცებას თუ დიონისოს ღიმილს. ენის თვალსაზრისით ეს ნაწარმოები (მიუხედავად იმისა რომ ერთი ამოსუნთქვით იკითხება), მაინც არაა ის დონე, რასაც კოსწია სხვა რომანებში გვთავაზობს. ერთ–ერთი მიზეზი რის გამოც, დიდოსტატის მარჯვენა ასეთი სიმპათიებით სარგებლობს, ზომაა. ქართველ ხალხს აშკარად არ უყვარს "დიდი" ნაწარმოებების კითხვა(გამონაკლისია თუთაშხია ალბათ). ანალოგიც კი ძნელია მოუძებნო ამ ავტორს მსოფლიოში იმდენად "დიდია" ექსპრესიონიზმის ჟანრში და შესაბამისად, არაა გასაკვირი, რომ ასე ვთქვათ "სახარკო რომანიც" კი ბრწყინვალე საკითხავი გამოსდის. შეკვეთილი რომანის წერა რაოდენ რთულია ჯავახიშვილის მაგალითზეც შეგვიძლია ვირწმუნოთ, ამიტომ პატივს ვცემ ამ კაცის წარმატებულ მცდელობას თავი გადაერჩინა სტალინიზმისა და საბჭოთა ცენზურის პირობებში.

და მაინც, სულ რომ არაფერი, ამისთვის ღირს წაკითხვა:

"ჯერ კიდევ ფარსმანისაგან ჰქონდა მინიშნული კონსტანტინეს: ბრძენკაცი უნდა იყვეო და შლეგად მოაჩვენოო ადამიანებს თავი, გმირი უნდა იყვე და ჯაბანივით დადიოდე, ოსტატი უნდა იყვე და ხელმოცარულად მოგქონდეს თავი, რადგან არავის იმდენი მტერი არა ჰყავსო ქვეყნად, როგორც ბრძენკაცს, გმირსა და ოსტატს."

"ვინც შეგირდი არ ყოფილა, ვერასოდეს გახდება ოსტატი. ვერც იგი გახდება ოდესმე ოსტატი, მუდამ ოსტატებს ვინც შეჰყურებს პირში."

"ოდითგანვე ასე მოგვდგამს ქართველებს, მუდამ ჩვენს სიმცირეს მივსტიროდით, რადგან მტერი აურაცხელი გვყავდა მუდამ, მაგრამ დიდკაცი თუ გამოგვერია, მას ისე დავკორტნით, როგორც დაკოდილ ძერას ყვავები."

„ამ ქვეყნად არც რაინდია ისეთი, რომელსაც რისამე წინაშე შიში არ ეგრძნოს ოდესმე, არც თუ ბრძენია სადმე, ერთხელ მაინც სისულელე არ ეთქვას.“

და კიდევ უამრავი ასეთი შესანიშნავი ფრაზა <3
Profile Image for Gode.
139 reviews34 followers
October 11, 2017
პირველად ამ ზაფხულს წავიკითხე.
საშინლად გამეწელა. შუა გზაში შევწყვიტე კიდეც. მერე, ისევ მივუბრუნდი. ძლივს დავასრულე და იმედები გამიცრუვდა. ალბათ, მაშინ რომ შემეფასებინა მაქსიმუმ 2 ვარსკვლავს დავუწერდი.

მეორედ მომიწია წაკითხვა. სკოლა, ეროვნულები და ამბები. ჰოდა, ამ წამს დავასრულე ეს მეორედ წაკითხვა.
მთელი 1 თვე, ნელ-ნელა ვაგემოვნებდი. ვსმჯელობდით კლასში, განვიხილავდით, ვწერდით გეგმებს, ესეებს.
მოკლედ, რისი თქმა მინდა - კი არ წავიკითხე, ვიცხოვრე ამ წიგნში.
და, ახლა, ძალიან დიდ ემოციებში ვარ.
საშინლად, საშინლად მომეწონა.
მელქისედეკი, გიორგი, არსაკიძე, ფარსმანი, შორენა, ზვიადი, გირშელი და კიდევ ბევრი და ბევრი ცოცხალი და მაგარი პერსონაჟები, რომლებიც ბევრი მინუსისა და უარყოფითის მიუხედავად შემიყვარდა.
აგერ, შანდლის ქურდი აიღე თუგინდ. არანომალურად მაგარი ტიპია, არა?
ან გაორებული გიორგი, ღმერთთან შეჭიდებული კონსტანტინე? რაღაც მხრივ ეგოისტი შორენაც. თავისი ხოხბისყელისფერი საწმერთულით.
თუმცა, იყო წიგნში მომენტები რაც ცოტათი ყალბი და ხელოვნური მომეჩვენა, რატომღაც.
დამაკლდა ცოტა კიდეც - აი, მარჯვენას მოკვეთა, მაგალითად. ნამეტარი მიჩქმალული იყო და გარბენილი.

ნუ, საბოლოო ჯამში, ესაა წიგნი რომლისგანაც ძალიან ბევრი რამის სწავლა შეიძლება, ბევრი რამის ახლებურად დანახვა და საერთოდაც, ჩვენი, როგორც ერის, შეფასებაც შეიძლება, ჩემი აზრით, რა თქმა უნდა.

მადლობა გამსახურდიას რომ ქვაში ჩაკირული საიდუმლო, სიტყვაში განახცადა.

იმედია, ამ რივიუს ავაზის დღეს არ ვწერ.

❤️
Profile Image for სამფეხა ქვაბი.
171 reviews12 followers
January 16, 2023
ყლეობა, თანაც დიდი. გაზვიადებული ავტორის, არაფრისმომცემი ტექსტი. Pretentious drivel.
Profile Image for Promethea.
316 reviews5 followers
December 28, 2023
როგორ შეიძლება ვინმეს გიორგი პირველის პერსონაჟი მოეწონოს? პატრიოტობა სხვა უამრავ დანაშაულს არ ამართლებს. არაფერი მეფე ეგ არ იყო. შორენას პერსონალობა არ ჰქონდა და როგორი უაზროც თვითონ იყო, ისე უაზროდაც მოკვდა. არსაკიძემ კიდევ ერთხელ დაამტკიცა რომ კაცებს ქალებთან მეგობრობა არ შეუძლიათ (Not all man 🥹😍 i get it, stfu), რა წამს გაიგო შორენას ძუძუმტე არ იყო (ვაი სპოილერი) ეგრევე მიხვდა რომ "შეუყვარდა" 😍😍. გიორგის საერთოდ არასდროს ჰყვარებია შორენა, ერთი ეგოცენტრული ნაბიჭვარი იყო, რომელიც მიჩვეული იყო სასურველის მიღებას და შორენა რომ ვერ მოიპოვა, მაგაზე გააფრინა. რომელი ტარიელი და ნესტანი ეგენი იყვნენ, შორენას კოჭების დანახვაზე გულყრები რომ ემართებოდა გიორგის. ვარდისახარი უარყოფიდ პერსონაჟად რატომაა გამოყვანილი ვერ ვხვდები. რადგან გულუპყრვილო და მატერიალისტია? ყველა მატერიალისტები ვართ, მაგრამ რადგან ვარდისახარი გოგოა და თან "მსუბუქი ყოფაქცევის", ავტორი ყველა ადამიანში მყოფი თვისებების გამო აკნინებს . მგონი ერთადერთი ფარსმანი იყო, რომელიც ზუსტად იმიტომ არ მომეწონა, რატომაც დაიწერა, როგორც ჯაყო ან ლუარსაბი, მაგალითად. ხელოვნების უკვდავების იდეა ლამაზი იყო, მაგას ვერ დავუკარგავ ავტორს, მესმის სსრკ-ს წინააღმდეგ გაბრძოლების სულისკვეთებაც მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ წიგნის 80%ის განმავლობაში გამსახურდია გონში არაა რაზე საუბრობს.
Profile Image for ტუნგუსკა.
101 reviews
June 21, 2023
ძალიან ცუდიც არ იყო, პირველი სამასი გვერდის ბოდიალი ბოლო ასმა გამოისყიდა, მაგრამ რაღაც მაინც აკლდა. თითქოს, თვითონ გამსახურდიამაც არ იცოდა თავდაპირველად რისი თქმა და დაწერა სურდა, ამიტომაც ყველაფერს მიედმოედო. ჩანაფიქრი კარგი იყო, ან შეიძლება მე რომ ზოგადად ისტორია მიყვარს, მაგიტომაც მომეჩვენა ასე... როგორც ლიტერატურული შემოქმედება - არ ვიცი რამდენად ღირებულია ეს წიგნი. უფრო რაღაც მეცხრე კლასში წასაკითხ მოთხრობას გავს წყობით.

ეპოქას თუ გავითვალისწინებთ, სწორ დროს დაწერილი ნაწარმოებია და მგონი, ეგეც კმარა რომ წაკითხვად ღირდეს. ერთმორწმუნე ბიზანტიონის სახით, რუსეთი კარგად გამოილანძღა და მომეწონა ;დ
მიუხედავად იმისა, რომ ფარსმანი საძულველი პერსონაჟია, ვერ ვუარყოფ მის გონებამახვილობას - ყველაზე საინტერესო დიალოგები მას ჰქონდა.

ხელოვნებისა და სიყვარულის დაპირისპირების თემაც კარგად იყო შემოყვანილი.
ცუდი არ იყო მოკლედ. ვალდებულების მოხდის გამო რომ არ წამეკითხა, უთუოდ უფრო მომეწონებოდა.
Profile Image for Guga Maliadze .
188 reviews
March 2, 2020
„არც სიკვდილში ჰქონია გიორგი მეფეს ბედი“.
იიი, რა მაგარია! ვიბღავლო ახლა?
ლევან ბერძენიშვილი ამბობს დაახლოებით მსგავს სიტყვებს: „ნებისმიერი ლიტერატურული ნაწარმოების სასკოლო პროგრამაში შეტანა დიდ განსაცდელს უქადის მას“.
ეს წიგნი მაგ „განსაცდელის“ შემდეგ კიდევ ერთხელ გადავიკითხე, არაფერი შეცვლილა.
სრული ლიტერატურული მისტიფიკაციაა კოკო, სრული კოხტაპრუწობა, სრული სიყალბე...
როგორი ქედმაღალიც იყო ავტორი, ისეთივეა ეს წიგნიც.
კომუნიზმის სუნი ასდის მთლიანად ამ ავტორს.
მოდით, ჩამქოლეთ ახლა.
Profile Image for Mickey.
38 reviews3 followers
March 13, 2023
ზვიადი=მუჟიკი
Profile Image for theblueprint.
33 reviews
February 5, 2024
მინდა,რომ ეს წიგნი გადაშენდეს ცხრა მთას იქიიით და აღარ დავინახო არსად
Profile Image for Gia Jgarkava.
447 reviews48 followers
December 18, 2017
რა თქმა უნდა ამაზე კარგი რამეები აქვს ალბათ კონსტანტინე გამსახურდიას დაწერილი, "დიონისოს ღიმილი" მაქვს წაკითხული და ამას კი ჯობია (თუმცა ისიც ვერაფერი ისეთი), მაგრამ დიდოსტატის მარჯვენა ყველაზე ნათელი მაგალითია მთლიანად მამა გამსახურდიას შემოქმედების - ესაა ფიტული, ცარიელი ფორმა... ფორმაც არა - წარუმატებელი ფორმის მცდელობა, რომელშიც საერთოდ არაფერი დევს - ესაა ძველი გაზეთი "კომუნისტი", რომელშიც რაღაცის შეფუთვა უნდოდათ და მერე ისიც გადაიფიქრეს. ესაა სიყალბე, ტყუილი, ჰაერი, მამაძაღლობა, რომელსაც გაკრახმალებული თეთრი ქართული ჩოხა აცვია ქართველი ერის წინ ამაყად დასეირნობს - აი პირდაპირ ასე: მარტო ჩოხა და აზიაცკები დადის ქართველი ნაციის წინ და ისინი აპლოდისმენტებს და ხოტბას არ აკლებენ.

ჩიტობაა მოკლედ, if you know what I mean ;)
Profile Image for Levan Shakulashvili.
273 reviews
February 3, 2018
მაგიური წიგნია. პერსონაჟები, პერსონაჟები არიან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ისრიმისფერი თვალებით დაწყებული ავაზის დღიდან, წიწამურის ველზე ღამესთან მუდამ მებრძოლ ხოხობამდე. ბორდოხანის ლიფსიტებიდან, საღირას ცრემლამდე. წიგნს ყოველთვის უნდა ემჩნეოდეს ვისი დაწერილია იგი, ამ წიგნსაც ატყვია კვალი. უტას კვალი. უტას ცხოვრების კვალი. და თუ გირშელის გაწითლება, ვარდისახარის ნაკბილარი, გლახუნას აღსარება და ნებიერას ნახტომი არაა მაგია, მაშინ არ ვიცი სხვა რა არის.
Profile Image for Nino Meladze.
547 reviews14 followers
May 5, 2014
It would be interesting to see reviews from non-Georgians on this book, if any. There are so many suttleties that, I believe, only those deeply familiar with Georgian culture would comprehend the essence. However this msy be my assumption...

Note: this review is in English to create interest on this book within non- Georgian community
Profile Image for Mirian RchƎulishvili.
12 reviews8 followers
October 28, 2013
ფარსმან სპარსის გამო წავიკითხე.
Profile Image for Likuna.
3 reviews
August 23, 2016
"ზღვისფერი გაქვს თვალები, და თავად ჰგავხარ ზღვას,
თუ არ შეგებრალები და მითხოვდები სხვას,
მივატოვებ გაზაფხულზე თესვასა და ხვნას,
გადავლახავ ადიდებულ ჭოროხსა და მტკვარს,
ცეცხლს გავატან შენს სამყოფლოს, შენს სიყვარულს ქარს,
და მოგიკლავ, მოღალატევ, მაგ ნაფერებ ქმარს.
ზღვისფერი გაქვს თვალები, და თავად ჰგავხარ ზღვას."
Profile Image for Nona.
150 reviews76 followers
January 15, 2018
დიდი ხანი ამ ნაწარმოებს თავს ვარიდებდი,აბიტურიენტობამ კი თავისი ქნა.თითქმის დარწმუნებული ვიყავი,რომ კითხვაც გამეწელებოდა და ბოლო ფურცლამდე ძლივს ჩავაღწევდი. თუმცა ტყუილად. მომეწონა,რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ჩემთვის. არც კითხვა გამიგრძელდა და არც თავი მოუბეზრებია.ორი აზრი არაა,რომ უდონესი რომანია.გიორგის მონოლოგი ხომ საერთოდ.
Profile Image for Davit Oniani.
74 reviews
March 23, 2024
32/200 - "დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა"

ძაან გამეწელა, მაგრამ ნუ მივყვებოდი თან მასწავლებელსაც. მესმის, რატომაც შეიძლება შეაფასო ეს წიგნი საკმაოდ დაბალი ნიშნით, მაგრამ ჩემთვის მაინც არ იყო ცუდი. საინტერესო ისტორია, (ნაწილობრივ) ისტორიული რომანი, მეტი რა მინდოდა მეც.

გიორგი მეფე რო ამ წიგნის ანტაგონისტია, ამაში ალბათ დამეთანხმებით. თითქოს, გვაცოდებს ბოლოს ავტორი, მარა მაინც რავი ისეთები აკეთა რო, არ მეცოდება.

საინტერესო პერსოებიც არიან. ფარსმანის ისტორიაზე ერთი თავიც მომეწონა ძაან. პროსტა, გადაცმული მეფის, გლახუნას გულაობის ეპიზოდები მღლიდა.

კარგი საკითხავია რა. ენა თავიდან თითქოს რთულია, მაგრამ მერე და მერე კარგად იკითხება.
Profile Image for Kukhianidze Keso.
18 reviews2 followers
February 14, 2024
საუკეთესო წიგნი მაინც იგია, რომელიც ჯერაც არ დაუწერია არავის. რაიცა შეეხება ტაძართაგანს საუკეთესოს, ჯერაც არ აგებულა ასეთი მიწაზე.

ჯოჯოხეთში მღვდლები გაუწყვეტიათ ეშმაკებს და ყვავი დაუნიშნავსო თურმე ხუცესად ღმერთს.

მაინც მოცალეობა და ფანტაზიაა შემოქმედების მკვიდრი მშობელი.

მერმე მიმოიხედავს ხოლმე მარტოსული იგი და რაკი თავის მსგავსს ვერავის ნახავს სხვას, მას ხელიდან ეცლება უძვირფასესი სამკაული კაცთა მოდგმისა, თავმდაბლობა.

უმთავრესი მაინც ის იყო, მარტოობას ვეღარ უძლებდა მარტოობაში გაზრდილი კაცი.
მადლობა უფალს, დასასრულს რომ მიეახლა მისი საყვარელი ქმნილება უკვე, თორემ რომელ გულს ეყოფა ძალა, მიჯნურობასა და ხელოვნებას ემსახურო ორთავეს თანაბრად?
ასე ყოფილა ჟამის დასაბამიდან, ერთი ბომონი ვერ დაიტევს ვერასოდეს ორ კერპს.


��ა ეს ასეა, ვისაც ოდესმე სიყვარული გამოუცდია, მას უგემნია თავათ სიკვდილი.
ან თუ ღმერთია სადმე ამ ქვეყნად, სიყვარულია, ალბათ, ის ღმერთიც.

სიყვარულია თავათ ღმერთი ამ ქვეყანაზე.

მხოლოდ დღეს მივხვდი, ჩემო, რომ ეს ცხოვრება არც ისე მრუდედ წარუმართავს არსთაგანმგებელს, ყველაფერი იმისთვის შეემთხვა ამ მიწაზე კაცს, რათა თავის თავს და თავის ღმერთს მიაგნოს ბოლოს.
გჯეროდეს, ჩემო, საპატიო ვალია კაცისა არა გლახური ღმერთის ძიება, არამედ თავათ უნდა გახდეს შემოქმედი უფლის მეტოქედ.

თუ სიყვარული ღმერთი ყოფილა, შენ ხარ ჩემი სიყვარული და ღმერთი თავათ. ამიტომაც გიგულებდი თანამდგომად მარტო ბრძოლაში.

ქალის გაჩენაში ალბათ ღმერთი არ გარეულა, უტა.

მე ბედი მაქვს ასეთი, ჩემი სიყვარული განწირულს ეკუთვნოდა მუდამ. მე ის ფერები მიყვარდა, რომელთა შეზავება თვით მეწამლეებსა და მხატვრებსაც დავიწყნიათ უკვე, ისეთი ჩუქურთმები, თვით უხუცეს კალატოზებს რომ ვეღარ გამოჰყავთ, ისეთი სამოსელი, რომლის ტარებაც უკვე აღარავის ეხალისება, და ახლა ბედმა იგი შემაყვარა, ვინც ბედისგან განწირულია.

მაინც სხვა რაღაა სიყვარული, თუ არადა ღმერთი? ღმერთი კი არა, სიკვდილი. რადგან მხოლოდ მას დაუმკვიდრებია სიყვარული სამარადჟამოდ, ვისაც სიკვდილის საფასით შეუსყიდნია იგი...

მე ჩემი ხელოვნება სიცოცხლეზე მეტად შემყვარებია,ჩემო, ამიტომაც განწირული მაქვს თავი.
განა ქვაა სვეტიცხოველი, ჩემო? ქვაყოფილია იგი ამჟამად. უფრო უკვდავი, ვიდრე ასი ათასი მოკვდავის სული.

მფლანგველებს ასეთი ბედი ეწვევა მუდამ, სხვის საუნჯეთა მპარავნი საკუთარსაც ვერ შეირჩენენ.


ადამიანებს ასე ჰგონიათ, როცა ერთ უსამართლობას მეორეთი ცვლიან, მდგომარეობის შეცვლა მოუტანდეს თითქოს მათ შვებას.

არავინ ისე არ ისჯება ამ ქვეყანაზე, როგორც იგი, რომელიც ყოველივეს არ შესწირავს თავის სიყვარულს.
ასეთნი მუდამ მარტოკანი დარჩებიან ამ ქვეყანაზედ და არავინ ისე საცოდავი არაა, როგორც მარტოსული, უტა.

ზღვიფერი გაქვს თვალები, და თავად ჰგავხარ ზღვას,
თუ არ შეგებრალები და მითხოვდები სხვას,
მივატოვებ გაზაფხულზე თესვასა და ხვნას,
გადავლახავ ადიდებულ ჭოროხსა და მტკვარს,
ცეცხლს გავატან შენს სამყოფლოს, შენს სიყვარულს- ქარს,
და მოგიკლავ, მოღალატევ, მაგ ნაფერებ ქმარს,
ზღვისფერი გაქვს თვალები და თავად ჰგავხარ ზღვას...


ხელოვნებაა თავათ უკვდავება.
მხოლოდ ოსტატს ვერ ეწვევა სიკვდილი...

ცნობილია: ვისაც სიყრმეში არ გაუხარნია, ვისაც ბავშვობაში სიჭაბუკე მოსწვევია, ხოლო სიჭაბუკეში- შუაკაცობის ტვირთი, მას მარადჟამს თან დაჰყვება გაცდენილი სიყრმისა და სიჭაბუკის დარდი.
ასეთნი მუდამ ჰკარგავენ წონასწორობას და ყოველთვის იმის ცდაში არიან, გვიან მაინც შეივსონ ეს დანაკლისი როგორმე.

ცხოვრება უდაბნოა ურწყული და ეცადე, გარს შემოუარო.

მხეცი არს სიბრძნე და გონიერება კაცთა შორის და სისპეტაკეთა მათთა არად სარგებელ.
Profile Image for Mermisi.
27 reviews
September 1, 2021
სხვებს რაც უნდათ ის თქვან, მაგრამ პირადად მე დავიტანჯე.
Profile Image for Nanuka MN.
17 reviews1 follower
July 24, 2022
რავი რა უნდა დავწერო მე, რომ შემეძლოს 10-ს დავუწერდი😌
"არცა სიკვდილში ჰქონია გიორგი მეფეს ბედი..."
Profile Image for Dea Kusiani.
21 reviews
May 6, 2021
ორი თუ სამი წლის წინ დავიწყე პირველად, მაგრამ ვერანაირად ვერ დავუდე გული.
იმის მერე სულ მეგონა, არ მომეწონებოდა და ახლაც უხასიათოდ და უგულოდ დავიწყე.
ახლა კი, როცა ბოლო ფურცელიც ჩავამთავრე, მინდა, კიდევ ბევრჯერ წავიკითხო თავიდან. გასაოცრად ახლოს მოვიდა ჩემთან, ჩამწვდა, გადამწვდა ყველგან, სადაც კი შეიძლებოდა და ერთ-ერთი უძვირფასესი წიგნია უკვე ჩემთვის.
❤️
Profile Image for Liza Tatishvili.
3 reviews
April 28, 2022
Let's be real მხოლოდ ბოლო 30 გვერდის გამო ვერ და არ დავუწერ მაღალ შეფასებას,ეს ორი ვარსკვლავიც დასასრულის დამსახურებით. იშვიათია წიგნი არ მომეწონოს და ეს სწორედ ის შემთხვევაა. პირველი 100 გვერდი საერთოდ საშინელება იყო. მე,როგორც წიგნის მოყვარულს,კითხვა შემზიზღდა ჩვეულებრივად,მართლა ჩემს თავს აღარ ვგავდი :D თან ვერც ვწყვეტდი კითხვას, საპროგრამოა და ეროვნულებს ვაბარებ. ჯამში, ვფიქრობ ზედმეტად გაწელილი იყო. ისე, გამსახურდიას აშკარად ნოველების წერა უფრო გამოსდიოდა. <3
P.S უმეტესობა ამ გიორგი მეფის პერსონაჟს,რომ ქრაშავთ ძალიან მიკვირს თქვენი. გიორგი ყველაზე უარყოფითი პერსონაჟია (ფარსმან სპარსის მერე რა თქმა უნდა) ძალიან უპატივცემულოა (განსაკუთრებით ქალების მიმართ),ეგოისტი და ეგოცენტრული პიროვნებაა. აი თითქოსდა ზუსტად მეფეეთა სტერეოტიპში ჯდება. განსაკუთრებით გიორგიზე გული ამიცრუვდა ვარდისახართან შეხვედრის ეპიზოდში(შორენას მზითევს,რომ უთვლიდა) და რატომღაც არავინ საუბრობს ამ მომენტზე,ჩვეულებრივად იძალადა ქალზე. არ აქვს აქ მნიშვნელობა ვარდისახარის სოციალურ სტატუსს,ვიღაცის საყვარელი იყო,მეძავი თუ ერისთავის პატიოსანი ასული. წესიერი ადამიანი მის გარშემო ყველას კარგად ეპყრობა და არა ერთეულებს. ხოდა მოკლედ, გიორგი არ იყო წესიერი კაცი რა :D და ამ წიგნს 3/10.
Profile Image for Anna Skhiladze.
36 reviews8 followers
August 4, 2022
პირველი ნაწარმოები, რომელსაც დიადი გამსახურდიას შემოქმედებიდან გავეცანი. არც სასკოლოდ მიწევს ჯერ და ჩემი სურვილით გადავწყვიტე შევჭიდებოდი. ზუსტად ისეთი სიტყვაკაზმული ენა აქვს გამსახურდიას, რომელიც ძალიან მიზიდავს და წიგნებში სულ დავეძებ. იმხელა ენითაუწერელი სიამოვნებით ვკითხულობდი, ჭამისასსც ვერ ვცილდებოდი, გულწრფელად . მომენტებში მეღიმებოდა, კონკრეტულ ნაწყვეტს რომ ვკითხულობდი, რადგან ზუსტად მანდ ჩანდა ნათლად გამსახურდიას სიდიადე და მისი შეუდარებლობა. რასაც კი ამბობენ არაფერი არ არის გადაჭარბებულად ნათქვამი და ნამდვილად თითოეულმა ჩვენგანმა სიამაყის გრძნობა უნდა განვიცადოთ, მისი “თანამონაწილეობისა” და ზიარების გულისათვის. ვისაც ჯერ კიდევ არ წაგიკითხავთ კი, ნამდვილად ბევრს სცდებით. თუ 15+ ასაკის ხართ, სახლში დიდი ალბათობით უნდა მოგეძებნებოდეთ, ასე რომ დასტაცეთ აუცილებლად ხელი .
Profile Image for ლუკა აღლემაშვილი.
36 reviews4 followers
January 31, 2025
ჩემთვის ძალიან ცუდ და ბანალურ მეთოდს გამოვიყენებ, ორად გავყოფ, დადებითებს და უარყოფითებს ვიტყვი.

ვისაუბრებ წარსულში, რადგან ჩემს გამოცდილებას აღვწერ, კითხვის შემდგომს.

დადებითი:
წერის სტილი იყო მრავალფეროვანი, მრავალმხრივი, იტყობდა "ოსტატობას" კონკრეტულ მომენტებში კონკრეტული ლიტერატურული გადაწყვეტილებები. გასაგებად იყო გადმოცემული პერსონაჟთა დამოკიდებულებები, თქმები, ნააზრევი - ფილოსოფიური, ფსიქოლოგიური და მხატვრული თვალსაზრისით. თვალსაჩინოდ ჰყავდა პერსონაჟები დახატული თუნდაც ხასიათით, მოქმედე���ებით. აღწერები სხვადასხვა სცენებისა - ბრძოლა, ნადირობა, ცერემონიები, მსგავსნი სხვა, მხატვრულად ლამაზი იყო. ასევე აღვნიშნავ ფინალს, შორენას "იმ" სცენას, არსაკიძისასაც - მხატვრულის თვალსაზრისით.

უარყოფითი:
პროლოგშივე ავტორი ამჟღავნებს თავის მოტივს, თუ რატომ სურს ამ ნაწარმოების დაწერა და იქ მკაფიოდ ჩანს თავისი პერსპექტივა, სადაც იგრძნობა, რომ ხელოვნება, შემოქმედება, ძლიერია ძალიან და ღმერთსა და/თუ ქრისტიანულ რელიგიას უპირისპირდება ამ ასპექტში, მანდვე რომ დააკვირდე, სვეტიცხოველზე საუბრობს, როგორც, მარადჟამს მდგარი ქმნილება ხელოვნებისა, თავისთავადად, რომელიც უძლებს დროს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ უფრო თვალსაჩინოდ - რომელიც არის სუფთად ხელოვნების და შემოქმედების პერსპექტივით აღქმული და მაგის გამო, და არა იმისა, რომ ეკლესიაა და რელიგიური მაღალი დატვირთვა აქვს, მის ფასსაც აქედან განსაზღვრავს და ასეთნაირი განსაზღვრებით რელიგიურ მნიშვნელობასა და მოტივს დეზს ჰკრავს - ეს იგრძნობოდა, როგორც ვთქვი, პროლოგში, შემდეგი კითხვისას კი დადასტურდა კიდეც რამდენიმეგან (ამაზე უფრო მეტს ვისაუბრებ შემდეგ საკითხებში). ეჭვი მაქვს, რომ მთლიანი რომანი არის ფიქცია და ძალიან ცოტა ისტორიული ფაქტითაა შემოსაზღვრული, სადღაც გამიგია, რომ ლეგენდა გააცოცხლა და მით უმეტეს, პერსონაჟები, ისტორიული, არის მეტად ბევრად მანკიერად გამოყვანილი (პრობლემა არ მექნებოდა, რომ ფაქტები იყოს ამაზე), ბევრი რამ კიდევაც არის დაკნინებული (ვგულისხმობ აქტუალურს, ფაქტუალურს) და ამისი საბაბი არსად ჩანს, ან ალბათ ისევ ისაა, რომ თავისი მოტივი მოგვითხრას, რაზეც აგერ ახლა გავაგრძელებ წინისას: გვყავს ორი ოსტატი, შემოქმედი თუ ხელოვანი - კონსტანტინე არსაკიძე და ფარსმან სპარსი, რომ დავანებოთ თავი ფარსმან სპარსის მწყრალობასა და უქნარობას თეიზმის ფილოსოფიასთან, ისედაც რომ შლეგია, უბრალოდ ვიტყვი კონსტანტინეს შესახებ და იქვე დავურთავ ფარსმანის მხარესაც, თუ საჭირო გახდა - კონსტანტინე არსაკიძე არის პერსონაჟი, რომელსაც დაავალებენ სვეტიცხოვლის აგებას და ისიც, როგორც ხელოვანი, შემოქმედებითად და ფილოსოფიურად უყურებს ამ დავალებას, ქმნილებაა მისი და უნდა შეასრულოს, ამ დროს მის პერსპექტივას ქრისტიანული ფონი გასდევს და მასზე დამოწმებით იწყებს იაკობისა და ღმერთის ჭიდილის ხატვას (იქვე ჩანართები აქვს, თუ როგორ არ შეიძლება და ცუდია ადამიანთა გამოხატვა, მით უმეტეს, ღმერთისა, ქრისტიანული წესის მიხედვით), რაც მისმა ზრახვებმა აქნევინა - ღმერთიც ხომ შემოქმედია, ხელოვანი, მეც შემოქმედი ვარ - მსგავსი მოტივი, რითიც დაუპირისპირდა ღმერთს, როგორც იაკობი, თუმცა მან ღმერთის თავად ფარსმანი აიღო, მაინც ზოგადად ღმერთის ცნება გამოხატა და ამით თავისი მოტივი დააფიქსირა - ჩემთვის ჩემი შემოქმედებაა მთავარი და ესაა ჩემი იდეალიო, აქცენტი ღმერთიდან მთლიანად მოიშორა - შეგრძნებითად დამრჩა ასეთი რამ აქედან. ბევრგან იყო "ფიქციური მიჩნევა" და ამის დარად დამყარებული, როგორც ვთქვი, მოტივი, რაც განვმარტე უკვე. ეს უარყოფითად ჩავთვალე, რადგან ქრისტიანული რელიგია დამცირებულია უსაფუძვლოდ და სუბიექტური მოტივის ხარჯზე. ბონუსად, პროზაული "დრაივი" მაკლდა რაღაცნაირად, მაინც.

საბოლოოდ, ნაწარმოები არ მომწონებია, თუმცა არც დავიწუნე მხატვრულობის ძალაზე.
Profile Image for Ani Girgvliani.
26 reviews
December 2, 2023
არანაირი მხატვრული ან სიუჟეტური ღირებულება ამ წიგნს არ აქვს ჩემი აზრით. ტრაფარეტული, ვითომ საინტერესო პერსონაჟებით გატენილი სქელყდიანი რომანი, რომელზეც ვიღაც "ადეკვატურმა" ხალხმა იფიქრა რომ საგამოცდო პროგრამაში იყო შესატანი :)) . ისედაც გადაღეჭილი თემების მრავალჯერადი გადაღეჭვა მიმდინარეობს აქ უბრალოდ - რელიგია, სიყვარული, ხელოვნება. და მორჩა, მეტი არაფერი. ისიც ისე პრიმიტიულად რომ სულ თვალების ტრიალით ვფურცლავდი ხოლმე და არც არასდროს დავამთავრებდი რომ არა განათლების სამინისტროს მიერ დაკისრებული უაზრო ვალდებულება :)

ძალიან მაინტერესებს ვინმესგან მოვისმინო არგუმენტირებული მსჯელობა ამ წიგნის ღირსებების (თუ აქვს რამე მასეთი საერთოდ) შესახებ და რატომ შეიძლება დააკისრო ისედაც დასტრესილ და გაბეზრებულ აბიტურიენტს მისი კითხვა. ოღონდ "შენ რანაირი ქართველი ხაარ და იიიი ქართულ ლიტერატურას პატივი ეციიი, პირველ რიგში ქართული უნდა დააფასოო და მერე წაიკითხოო გოეთეები და ვოლტერებიიი" - ნარატივის გარეშე.
Profile Image for Mariami.
101 reviews20 followers
December 25, 2024
ხშირად, როდესაც სკოლაში ისტორიას გასწავლიან, მოვლენებს ყოველთვის შორიდან აკვირდები. მხოლოდ ფაქტებს გასწავლიან და მალევე გისტუმრებენ უკან. ყოველთვის მინდოდა უფრო მეტი გამეგო, ისტორიის შუაგულში ჩავსულიყავი და ყველაფერი უფრო ახლოდან დამენახა.

ამ წიგნმა ეს მოახერხა. თითქოს მეც პერსონაჟებთან ერთად დავაბიჯებდი და განვიხილავდი სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან საკითხებს. ვაღიარებ, ხშირად ნერვები მეშლებოდა, ემოციებს ვეღარ ვაკონტროლებდი. ზოგჯერ მესმოდა, ზოგჯერ არა. ხშირად ვუგებდი ყველას, უფრო ხშირად კი ვერა. ციტატები ძალიან გულზე მხვდებოდა და ალბათ, მასწავლებელს რომ არ დაეძალებინა ამის წაკითხვა, არც არასდროს ავიღებდი. მაგრამ მიხარია, რომ ასე მოხდა.
თუმცა ვაღიარებ, დასაწყისში რთულია ალღო აუღო და ინფორმაცია გადაამუშაო. ბოლოსკენ შედარებით კარგი წასაკითხია.
236 reviews
September 18, 2018
Good historical fiction based on quite a lot of reality from Georgia's history. Loved the descriptions of places in Georgia. Towards the end it became a bit predictable and obviously there is no happy ending. A good start if you are interested in Georgian literature.
1 review
June 1, 2016
"სიყვარულია თავად ღმერთი ამ ყვეყანაზე და თუ ღმერთია სადმე ამქვეყნად, სიყვარულია ალბათ, ის ღმერთიც..."
Profile Image for Giorgi Saganelidze.
47 reviews
December 16, 2019
"ცხოვრება უდაბნოა ურწყული და ეცადე გარს შემოუარო"
Profile Image for Mei.
8 reviews
April 17, 2025
მინდა, რომ ყველაზე დიდი განხილვა ამ შედევრს, კონსტანტინე გამსახურდიას “დიდოსტატის კონსანტინეს მარჯვენას” დავუთმო.
პირველი მინდა დავიწყო მეფე გიორგით. როგორც ვიცით, მთავარი პერსონაჟი კონსტანტინე არსაკიძეა, ოსტატი, თუმცა ვფიქრობ, ხალხის გული მაინც მეფე გიორგიმ მიითვისა. მმართველი, რომელიც ორ უდიდესს მეფის შორის იყო გაჭყლეტილი, დიდი ბაგრატ მესამის,გიორგის მამის���, და ბაგრატ მეოთხესი, გიორგის ძისა. გიორგი იყო განსახიერება პატრიოტის, იგი იყო მეფე, რომელსაც ბავშვობაშივე დაადგეს თავზე გვირგვინი და შემოსვეს ტახტზე, მთელი ბავშვობა შემდეგი სიტყვები ჩაესმოდა:
,,მეფე ხარ და ხამს…
მეფე ხარ და გმართებს…
მეფე ხარ და გევალება…
ასეთ წუთებში მეფედ არყოფნას ნატრობდა გიორგი”.
იგი იყო მეფე, რომელმაც ცხოვრება იმ სიცარიელის ამოვსებას დაუთმო, რაც მთელი ბავშვობა დააკლდა, გადაიცვამდა ძონხებს, შეიღებავდა წვერს ინით და წაიყოლებდა რამდენიმე ბავშვობის მეგობარს ტყეში სანადიროდ. მინდა რამდენიმე ჩემი საყვარელი ციტატა მოვიყვანო მასთან დამოკიდებულებაში:

,,ჩვენ კი, ადამიანები, უბედურნი ვართ, საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად უერთგულეს ადამიანსაც იოლად გავწირავთ ხოლმე”

,,როცა ხალხს ამდენი მოღალატე შინა ჰყავს, მაკედონელიც კი ვერ გაამარჯვებინებს მას”

“ოდითგანვე ასე მოგვდგამს ქართველებს, მუდამ ჩვენს სიმცირეს მივსტიროდით, რადგან მტერი აურაცხელი გვყავდა მუდამ, მაგრამ დიდკაცი თუ გამოგვერია, მას ისე დავკორტნით, როგორც დაკოდილ ძერას ყვავები”

,,ჩვენი უბედურება ეგაა- სხვის ფანდურზე ბუქნაობა გვიყვარს”

და ბოლო რომელზეც ალბათ საათები ვტიროდი, ახლაც ვტირი არ დაგიმალავთ:

,,არც სიკვდილში ჰქონია გიორგი მეფეს ბედი”

კარგი, ჩემი აზრით, გიორგი მეფეზე საუბარს ვერასდროს მოვრჩები, ალბათ ვერ აგიხსნით რამხელა გრძნობები გააღვიძა მისი ეპიზოდების წაკითხვამ, ალბათ ვერ აგიღწერთ თუ როგორი მწვავეა ჩემი სიყვარული გიორგისადმი, არა, არ გეგონოთ ფანატი გოგოსავით ვგულისხმობდე, პირიქით.

ახლა გადავალ თვით მთავარ გმირზე. კონსტანტინე არსაკიძე იყო დიდი ხელოვანი, მინდა ვთქვა, რომ მეც ხელოვანი ვარ (იმიტომ ჩავთვალე ამის თქმა საჭიროდ, რათა უკეთ ჩასწვდეთ ჩემს დამოკიდებულებას მისადმი). არსაკიძე იყო, ჩემი აზრით, ერთადერთი დადებითი პერსონაჟი, ყველაზე უმანკო და გულუბრყვილო. ვფიქრობ, უფრო მეტად იმიტომ მიყვარს, რომ მასთან დაკავშირებული ციტატები მიყვარს. ამიტომ მინდა რამდენიმე ჩემი საყვარელი ციტატა მოვიყვანო:


,,ხელოვნებაა თვით უკვდავება”

,,როცა ყველაფერს წვიმა წარხოცავს, როცა ყველა ხმას ქარი წაიღებს, სვეტიცხოველი
შეიმატებს დიდებას კიდევაც. მართლაცდა სხვა რა ევალება ოსტატს, თუ არა წამიერის
მარადჟამულად ქცევა? სხვა რა ევალება ამქვეყნად ოსტატს, თუ არ ჭიდილი წარმავლობის
ნისლთან.”

,,არავინ ისე არ იტანჯება მატერიის ქაოსის შემყურე, როგორც ხელოვანი ამქვეყნად”

,,ვინც შეგირდი არ ყოფილა, ვერასოდეს გახდება ოსტატი, ვერც იგი გახდება ოდესმე ოსტატი, ვინც შეჰყურებს პირში”

,,ვაი მას, ვინაც გამოხატოს ცოცხალი არსი. განკითხვის დღეს, მხატვრის მიერ გამოსახული პირები გაცოცხლდებიან, სურათიდან ჩამოვლენ, მიეჭრებიან დამხატველს და მოსთხოვენ სულს.

და მხატვარი იგი, რომელიც ვეღარ შესძლებს საკუთარი სულის მიცემას, უცილოდ დაიწვება უშრეტი ცეცხლით.

დამერწმუნე, ჭაბუკო, ყველაზე კარგი სურათი იგია, რომელსაც არც უფლისციხეში, არც კონსტანტინოპოლში, არც ქაიროში არ ყიდულობენ ამჟამად, სწორედ იგი, რომლისთვისაც სულს მოსთხოვენ ერთ დღეს დამხატველს”

და ბოლო, რომელზედაც ალბათ ყველაზე დიდიხანს ვფიქრობდი, ვტრიოდი და დღემდე ყოველდღე მახსენდება:

,,შორენა ჩამოვიდა კედლიდან, ხატაური ფარჩის კაბა ეცვა შავი, ოქროსფერი თმები გადმოღვრილიყვნენ მხრებზე, მოდიოდა ყაყაჩოების ველზე, თავთუხის თაველებს ესროდა უტას, ყაყაჩოებსა და თავთუხის თაველებს. დაუჩოქა სამგზის სანატრელმა, სთხოვა დიდოსტატს სული. ცრემლმა იწვიმა კონსტანტინეს თვალთაგან, მაგრამ ვერც საყვარელს მისცა მან სული, რადგან სვეტიცხოვლისთვის შეეწირა იგი”

ვფიქრობ, სიტყვებით ვერასდროს გადმოვცემ თუ რა დამოკიდებულება მაქვს ამ წიგნთან, შეიძლება უკვე გიჟიც გგონივართ. თუმცა როცა წაიკითხავთ შემდეგ დამაფასებთ! გ პ ი რ დ ე ბ ი თ
p.s სვეტიცხოველი ყველამ ნახეთ.
This entire review has been hidden because of spoilers.
Displaying 1 - 30 of 131 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.