Georgian Library discussion

77 views
წიგნების შესახებ > ფსიქოლოგია ქართულად

Comments Showing 1-1 of 1 (1 new)    post a comment »
dateUp arrow    newest »

message 1: by Beka (last edited Jun 10, 2020 02:49AM) (new)

Beka Sukhitashvili (bekasukhitashvili) | 416 comments Mod
ფსიქოლოგიური ლიტერატურა ბოლო პერიოდში ძალიან აქტიურად ითარგმნება, ზოგი კარგად, ზოგიც, არც ისე კარგად.
სიის გაკეთება ცალ-ცალკე ავტორისთვის ძალიან მეზარება, ამიტომ გადავწყვიტე პოსტების სახით გავაკეთო ჩემთვის საინტერესო ავტორებზე ერთიანი ბაზასავით.

ზიგმუნდ ფროიდი ქართულ ენაზე:

1. ფსიქოანალიზი [2011 წ. თარგმანი: ვიტალი კაკაბაძე. სიახლე]
2. კულტურით უკმაყოფილება [2012 წ. თარგმანი: ანა პეტრიაშვილი, გიორგი ხოშტარია. ილიაუნის გამომცემლობა]
3. სექსუალობის ფსიქოლოგია [2013 წ. თარგმანი: ნინა თურმანიძე, ლაშა ბულია. გეო]
4. მასების ფსიქოლოგია და მე-ს ანალიზი [2013 წ. თარგმანი: ნინა თურმანიძე, ლაშა ბულია. გეო]
5. ფსიქოლოგიური თხზულებები [2014 წ. თარგმანი: ნინა და მარინა თურმანიძეები. პეგა]
6. ყოველდღიური ცხოვრების ფსიქოპათოლოგია [2015 წ. თარგმანი: ნინა და მარინა თურმანიძეები. პეგა]
7. ტოტემი და ტაბუ [2015 წ. თარგმანი: ნინა თურმანიძე, ლაშა ბულია. გეო]
8. რჩეული შრომები [2018 წ. თარგმანი: მაია ბადრიძე. დიოგენე]

კარლ გუსტავ იუნგი ქართულ ენაზე:

1. ანალიზური ფსიქოლოგიის საფუძვლები [1995/2003 წ. თარგმანი: ირინა ჯიოევი. დიოგენე]
2. განსხვავება აღმოსავლურ და დასავლურ აზროვნებაში [2005 წ. მანდარიას სტამბა]
3. ფსიქოლოგია და ალქიმია [2005 წ. თარგმანი: მაია ბადრიძე. დიოგენე]
4. აპოლონური და დიონისური საწყისები [2007 წ. თარგმანი: ნუგზარ კუჭუხიძე]
5. ფსიქოლოგია და რელიგია, პასუხი იობს [2013 წ. თარგმანი: მაია ბადრიძე. დიოგენე]
6. მეტამორფოზის სიმბოლოები [2017 წ. თარგმანი: მაია ბადრიძე. დიოგენე]

ერიხ ფრომი ქართულ ენაზე:

1. ძენ-ბუდიზმი და ფსიქოანალიზი [2013 წ. თარგმანი: ნ. ქორიძე, ლ. ლომიძე. პეგა]
2. ადოლფ ჰიტლერი - ნეკროფილიის კლინიკური შემთხვევა [2013 წ. თარგმანი: ნინო იმნაძე, გიორგი მშვენიერაძე. პეგა]
3. ფსიქოანალიზი და რელიგია [2015 წ. თარგმანი: ნინა და მარინა თურმანიძეები. პეგა]
4. სიყვარულის ხელოვნება [2017 წ. თარგმანი: ეკატერინე შაქარაშვილი. აზრი]

მირჩა ელიადე ქართულ ენაზე:

1. მითის ასპექტები [2009 წ. თარგმანი: მზია ბაქრაძე, ბელა წვერაძე. ილიაუნის გამომცემლობა]
2. მარადიული დაბრუნების მითი [2017 წ. თარგმანი: მზია გომელაური. ალეფი]
3. დოქტორ ჰონიგბერგერის საიდუმლო {2018 წ. თარგმანი: ალექსი ქშუტაშვილი. ალეფი]
4. მითები, სიზმრები და მისტერიები [2018 წ. თარგმანი: მზია გომელაური. ალეფი]
5. მაიტრეი [2019 წ. თარგმანი: სალომე ჯაფიაშვილი. ალეფი]


back to top